ჰუსეინ ალიევი
ჰუსეინ ალიევი | |
---|---|
Hüseyn Əliyev | |
დაიბადა | 22 აპრილი, 1911 |
დაბადების ადგილი | ჯომარდლუ, ზანგეზურის მაზრა, ელიზავეტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 25 მაისი, 1991 (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი სსრ, სსრკ |
ეროვნება |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის სსრ |
სფერო | ფერწერა |
მომზადება | ლენინგრადის სახვითი ხელოვნების, სკულპტურისა და არქიტექტურის ინსტიტუტი (არასრული უმაღლესი განათლება) |
ჟანრი | პეიზაჟი, გრაფიკა, პორტრეტი და ნატურმორტი |
ჯილდოები |
ჰუსეინ ალირზა ალიევი (აზერ. Hüseyn Əlirza oğlu Əliyev; დ. 22 აპრილი, 1911, ჯომარდლი, ელიზავეტპოლის გუბერნია — გ. 25 მაისი, 1991, ბაქო) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მხატვარ-ფერმწერი. აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი.[1] აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის უფროსი ძმა.
1922-1931 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „მოლა ნასრედინთან“, რომელშიც მის მიერ შექმნილი კარიკატურები ქვეყნდებოდა. 1927-1932 წლებში ბაქოს სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა. 1932-1935 წლებში სწავლა განაგრძო ლენინგრადის სახვითი ხელოვნების, სკულპტურისა და არქიტექტურის ინსტიტუტში. ის იყო პირველი აზერბაიჯანელი, რომელიც ამ სასწავლო დაწესებულებაში სწავლობდა. არის დიდი სამამულო ომის მონაწილე. 50 წლის განმავლობაში, პენსაიში გასვლამდე, მუშაობდა მხატვრად, შემდგომ აზერბაიჯანის რესპუბლიკური გაზეთ „კომუნისტის“ მთავარ მხატვრულ გამფორმებლად. არის 250-ზე მეტი ნახატის ავტორი. 2004 წელს ჰუსეინ ალიევის ნაშრომები გამოფენილი იყო აბუ-დაბიში.[2] დაჯილდოებული იყო ხალხთა შორის მეგობრობის ორდენითა და მედლებით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ В Баку открылась выставка народного художника Азербайджана Гусейна Алиева
- ↑ "Hüseyn Əliyev — 100". Mədəniyyət. — 2011. — 29 aprel. — S.13